
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ – შალვა ბედოიძემ და მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსთან გაცნობითი შეხვედრა გამართეს.
ჯეიმს იულინი მიმდინარე წლის აგვისტოდან შეუდგა საქართველოში საქმიანობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროსა და რეგიონული უსაფრთხოების ოფისს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა ჯეიმს იულინს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.
თაგები:
შსს
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს