
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა – გიორგი ბუთხუზმა და ალექსანდრე დარახველიძემ, მთავრობის წევრებთან, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთანერთად, შინდისში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
სოფელ შინდისში დაღუპული მებრძოლების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. გმირთა მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.
შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს