შს მინისტრის მოადგილემ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრა გამართა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ოფლაერტს შეხვდა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ბოლო თვეების განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციების მიმდინარეობა.
“ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, როგორც აქციის ძალადობრივი მონაწილეების მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, ასევე იმ ქმედითი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საპასუხოდ იქნა გატარებული პოლიციის მიერ.
შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ მაიკლ ოფლაერტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ევროპის საბჭოს ინსტიტუტებთან თანამშრომლობა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით მზაობა გამოხატეს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
ალექსანდრე დარახველიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა