შს მინისტრის მოადგილემ გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში, რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გენერალური პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, მთავრობის ადმინისტრაციის და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ალექსანდრე დარახველიძემ კომიტეტის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს სისტემაში მოქმედი დროებითი მოთავსების იზოლატორების და საქართველოში უკანონოდ მყოფ პირთა დროებითი განთავსების ცენტრის შესახებ. ქვეკომიტეტის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, რომელთა მიზანია საზოგადოების თითოეული წევრის უფლებებისა და თავისუფლების სათანადო დაცვის უზრუნველყოფა. ალექსანდრე დარახველიძემ ასევე უპასუხა ქვეკომიტეტის წარმომადგენელთა შეკითხვებს.
აღსანიშნავია, რომ ქვეკომიტეტის ვიზიტი საქართველოში პირველად ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელისაგან თავისუფლებააღკვეთილ პირთა დაცვის გაძლიერებას.
ვიზიტის საფუძველზე ქვეკომიტეტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და მოამზადებს შესაბამის ანგარიშს.
თაგები:
ალექსანდრე დარახველიძე

შს მინისტრის მოადგილემ გაეროს ეგიდით გამართულ CRPD-ის ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 სესიაში მიიღო მონაწილეობა

შს მინისტრის მოადგილემ ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შს მინისტრის მოადგილემ ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო