შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა


ავტორი
Front News საქართველო
ქობულეთში შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
საქმის განხილვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობა. დაცვის მხარემ გირაოს გამოყენების საფუძვლად ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.
80 წლის მამაკაცი საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.
ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ქობულეთში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი 7 თებერვალს დააკავეს.
თაგები:
გაუპატიურება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს