Logo

შსს აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას "პროფესია პოლიციელი“

საზოგადოება
101
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას "პროფესია პოლიციელი“, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის უკეთ გაცნობა და პროფესიის პოპულარიზაცია.

შსს-ს ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში საჯარო სკოლის მოსწავლეები შინაგან საქმეთა სამინისტროს
საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ეწვივნენ, სადაც გაეცნენ დანაყოფების მუშაობის სპეციფიკას, დაათვალიერეს თანამედროვე ტექნიკა და სამუშაო გარემო.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ პოლიციელებთან ესაუბრათ, მოესმინათ მათი პროფესიული გამოცდილების შესახებ და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.

თაგები:

შსს
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები