შსს - ალექსანდრე სამხარაძე ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი


ავტორი
Front News საქართველო
შსს-ში აცხადებენ, რომ ალექსანდრე სამხარაძე ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 13 ივნისს ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.
"ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.
როგორ ირკვევა, მას 14-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
5 ივნისს ლექსო სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა უჩივლა.
თაგები:
ალექსანდრე სამხარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს