Logo

შსს ავსტრალიელი ტურისტის საქმეზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით აწარმოებს

სამართალი
454
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებენ.

 

მისივე ცნობით, დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებან ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს.

 

31 წლის ავსტრალიელი შანე ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა, 31 ივლისს კი ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.

 

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

Advertisement