Logo

შსს – დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა

სამართალი
1194
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სანდრო სულაბერიძის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული. 

 

“2023 წლის 4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის ​საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

საქმის ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემდეგ საქმეზე გამოძიება შეწყდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში, გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა – “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”.

Advertisement