შსს ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


ავტორი
Front News საქართველო
შსს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნივთის დაზიანების ბრალდებით 1979 წელს დაბადებული ელენე ხოშტარია დააკავეს.
გამოძიების მასალების მიხედვით ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერები დააზიანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
დანაშაული თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ელენე ხოშტარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს