შსს გორში, ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრო გორში, ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"მიმდინარე წლის 6 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში შევიდა შეტყობინება გორში, ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნის შესახებ. ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზებულ იქნა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყველა შესაბამისი დანაყოფი.
მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით გამოძიება ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა, სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების გათვალისწინებით, მუხლი, შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
აქვე მოგახსენებთ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოს ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები, არის სიცრუე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და დაელოდონ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
შსს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს