Logo

შსს-მ 11 წლის გოგონას შესაძლო ნიშნობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 8 თებერვალს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, 11 წლის არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ნიშნობის შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება და გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.

ვიდეომასალაში აღბეჭდილი გარემოებების დადგენის მიზნით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება", – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები