Logo

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სამართალი
197
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ნ.შ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნ.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 25 ძირი „მცენარე კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

Advertisement