შსს-მ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ორი პირი დააკავა


ავტორი
Front News საქართველო
შსს-მ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ა.ს. და 1989 წელს დაბადებული ნ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს.
ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
იქამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან წამოსული მარშის მონაწილეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიდიოდნენ, კინო “ამირანის” მიმდებარედ ორი პირი თავს დაესხა. როგორც იუმორისტი სანდრო ცხადაძე წერდა, თავდამსხმელებს მაჩეტე და ე.წ. ბიტა ჰქონდათ.
თაგები:
დაკავება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს