შსს – მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ სამაშველო ღონისძიებებს, სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო, შესაბამისი ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით, მობილიზებულები არიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის სამაშველო ღონისძიებებს.
სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.
“უხვი ნალექის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ობიექტი. მათ შორის, მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა წითელი ხიდის მიმდებარედ არსებული ერთ-ერთი კვების ობიექტი, რომელშიც მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მეხანძრე-მაშველებმა მყისიერად ჩატარებული სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. სამაშველო ღონისძიებაში, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფის მიერ, ასევე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოყენებით, უსაფრთხო ადგილზე იქნა გადაყვანილი მოქალაქე, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მდინარე ქციაში არსებულ კუნძულზე იმყოფებოდა და ვერ ახერხებდა ნაპირზე გასვლას”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
სტიქია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს