Logo

შსს ოპოზიციის მიერ თბილისის საკრებულოს შენობაში აღმოჩენილი ტექნიკის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სამართალი
15.10.2021 / 11:55
921
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის მიერ თბილისის საკრებულოს შენობაში აღმოჩენილი ტექნიკის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 14 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ. აღნიშნული მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს, როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს.

 

ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით.

 

აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის, როგორც რადიოსადგურის, ასევე, მობილური კავშირის მეშვეობით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

თაგები:

აქციაშსს
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები