შსს – პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა


ავტორი
Front News საქართველო
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ პარლამენტთან “წესრიგის აღდგენის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა”.
“თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს.
მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა.
პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
შსს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს