შსს – ყველა შესაბამისი დანაყოფი დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, მესამე დღეა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
“სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები.
მეხანძრე-მაშველებმა ამ დროისთვის, ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება და აჭარისა და გურიის სხვადასხვა სოფლიდან, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს მოხუცები, ბავშვები და ის პირები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ.
ასევე, უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს, თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში შემოსულ შეტყობინებებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ეტაპობრივად ახორციელებენ რეაგირებას.
საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სხვადასხვა უწყების შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებული არიან, როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე, ასევე, შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას სხვა შესაბამის უწყებასთან ერთად”, – აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
დიდთოვლობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს