შსს რუსეთის ორი მოქალაქის - ვლადიმირ დუბოვსკის და ალინა საველიევას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ავტორი
Front News საქართველო
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე - ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმოებაშია ათეულობით სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მოქალაქეების უკანონო გზით მიგრაციას ეხება.
შს სამინისტრომ პრიორიტეტად დაისახა დანაშაულებრივი მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ხორციელდება შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.
აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე - ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ შემოვიდნენ და ბოლო სამი წლის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ვლადიმირ დუბოვსკიმ და ალინა საველიევამ თავშესაფრის მოთხოვნით, არაერთხელ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რაზეც მათ უარი ეთქვათ, ვინაიდან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ, თავშესაფრის მაძიებელთათვის არსებულ კრიტერიუმებს.
აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მათ მიერ გასაჩივრდა 2 ინსტანციის სასამართლოში, თუმცა ორივე ინსტანციამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
საბოლოოდ, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს სასამართლომ ორივე მათგანის მიმართ გამოსცა დაკავების განჩინება, რის საფუძველზეც სამართალდამცველებმა ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა ბრალდებულის სახით დააკავეს.
დაკავებულები ამ დროისთვის გადაყვანილი არიან, წინასწარი დაკავების იზოლატორში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


