შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აშშ-ის საელჩომ უსაფრთხოების სპეციალური ტექნიკა გადასცა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს საქართველოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისი, საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების უფროსი ჯეიმს ულინი და რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მაკა მალაციძე ეწვივნენ. სტუმრებმადეპარტამენტს საჩუქრად უსაფრთხოების სპეციალური ტექნიკა – მეტალოდეტექტორის თაღი გადასცეს.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაგრატიონმა, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, გადმოცემული მეტალოდეტექტორი დაათვალიერა. შემდეგ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეებმა არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს.ღონისძიებას ასევე ესწრებოდა დაცვის პოლიციის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უფროსი პატრი დარბაისელი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ცხელი ხაზისა და ცენტრალური მართვის განყოფილების სამუშაო პროცესს გაეცნენ.
თაგები:
შსს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს