Logo

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს შვეიცარიის დელეგაცია ესტუმრა

სამართალი
103
Frontnews image description

საქართველო-შვეიცარიის მიგრაციის პარტნიორობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს შვეიცარიის დელეგაცია ეწვია.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრებს ადგილზე დეპარტამენტის დირექტორმა გურამ დავითაშვილმა უმასპინძლა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თავშესაფრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით არსებული პრაქტიკის შესახებ, ასევე მიმოიხილა ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. ასევე, მზაობა გამოხატეს მიგრაციის მართვისა და თავშესაფრის სისტემის გაუმჯობესების კუთხით ერთობლივი მუშაობის ინტენსიურად გაგრძელებაზე.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტი საქართველო-შვეიცარიის მიგრაციის პარტნიორობის ფარგლებში ექსპერტთა მე-4 შეხვედრას წარმოადგენდა, რომელიც მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები