Logo

შსს-ს მინი ფეხბურთის გუნდი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის გამარჯვებული გახდა

საზოგადოება
2 საათის წინ / 19:40
92
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვება მოიპოვა.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდი "MIA" და თავდაცვის სამინისტროს საფეხბურთო გუნდი "არმია" დაუპირისპირდნენ.

დაძაბული მატჩის შედეგად, სამინისტროს თანამშრომლებმა ანგარიშით 1:0 დაამარცხეს "არმია" და გამარჯვება მოიპოვეს.

გუნდებს შორის შეხვედრა უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.

Advertisement