Logo

შსს-ს ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია

სამართალი
210
Frontnews image description

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს ერჟან სადენოვს მასპინძლობს. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის მინისტრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს შორის.

თაგები:

შსს
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები