შსს-ს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მცხეთაში დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრო, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომლის გზავნილი იყო – „ევროპისკენ“, მთელი დღის განმავლობაში მასპინძლობდა როგორც მცხეთელებს, ასევე, ქალაქის სტუმრებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ, 26 მაისს წარმოდგენილ საინფორმაციო და საგამოფენო თემატურ სტენდებთან ღონისძიების სტუმრები გაეცნენ უწყების მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისად გადადგმულ ნაბიჯებს და წარმატებულ რეფორმებს, ასევე, თვალი გადაავლეს ქართულ-ევროპული ურთიერთობებისა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ამსახველ მასალებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა ბავშვებისთვის არაერთი თემატური საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობა წარმოადგინეს, ასევე მოწყობილი იყო სხვადასხვა სახის გასართობი სივრცეები.
17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მცხეთაში, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნები გაჟღერდა.
ღონისძიება მცხეთაში გალა-კონცერტით დასრულდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს