შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2025-ში მიიღეს მონაწილეობა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში ETERNITY 2025, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში, ყარსში ჩატარდა.
"სწავლებაში როგორც კომპიუტერულ, ასევე საველე კომპონენტებში ჩართული იყვნენ დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მოსამსახურეები.
ETERNITY 2025 სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარებოდა, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას და ასევე აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ ქვედანაყოფებსა და უწყებათაშორის ურთიერთთავსებადობის დახვეწას ითვალისწინებს. სწავლება წარმატებით ჩატარდა და დადებითად შეფასდა მონაწილე მხარეების მიერ.
აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება სამივე ქვეყანაში რიგრიგობით, როტაციის პრინციპით, ყოველწლიურად ტარდება", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
შსს
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


