
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი, თბილისის პარალელურად, რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომლები ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში აიცრნენ.
“რეგიონებში, ისევე როგორც დედაქალაქში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებში მოწყობილია ვაქცინაციის კაბინეტები, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.
სამინისტროს თანამშრომლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით კვირის ნებისმიერ დღეს შეუძლიათ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, “ფაიზერის”, „სინოვაკის” ან „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრან.
ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების 60%-ზე მეტი უკვე აცრილია, მათი ძირითადი ნაწილი სრულად ვაქცინირებულია”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს