შსს-ს თანამშრომლებმა ანკარაში ჩატარებულ ანტიტერორისტულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანკარაში ჩატარებულ ანტიტერორისტულ საერთაშორისო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.
წვრთნები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
სწავლება შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ნაწილისგან. პრაქტიკული კურსი დაყოფილი იყო ორ ეტაპად. პირველი ეტაპი მოიცავდა ავტომობილსა და ავტობუსზე, ხოლო მეორე ეტაპი – მატარებელსა და თვითმფრინავზე იერიშის სიმულაციურ წვრთნებს.
კურსის ძირითადი ამოცანა იყო ტერორისტის ამოცნობა და მისი გაუვნებელყოფა, ასევე, პირადი შემადგენლობის ვერტმფრენით გადაყვანა დანაშაულის ადგილამდე და ევაკუაცია დანაშაულის ადგილიდან.
აღნიშნული სწავლება, ქართველ სამართალდამცველებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმაც გაიარეს. კურსი მიზნად ისახავდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს