შსს-ს წარმომადგენლებმა ანაკლიაში, ახალგაზრდულ ბანაკში შეხვედრა გამართეს


ავტორი
Front News საქართველო
ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა ბუხრაძე, მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილი და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი თორნიკე მარსაგიშვილი ესტუმრნენ და ბანაკში მყოფ ახალგაზრდებთან ,,ემეგობრე პოლიციას” კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
სტუმრებმა 300-მდე ახალგაზრდას ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, რა ასაკიდან და როგორ ხდება მართვის მოწმობის აღება, ინფორმაცია მიეწოდათ საგზაო მოძრაობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე, ტრეფიკინგთან ბრძოლის მეთოდებზე, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს. საბანაკე პროგრამა შვიდდღიანია. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განმავითარებელ, რეკრეაციულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში.
თაგები:
ანაკლია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს