Logo

შსს-ს წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გამართეს

სამართალი
110
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, თბილისისა და რეგიონებში, სხვადასხვა ფოკუს ჯგუფთან შეხვედრები გამართეს.

შსს-ს ინფორმაციით, კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოში არსებულ მექანიზმებზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, დროული მომართვიანობის უზრუნველყოფა და ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა.

"ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სამინისტროსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას დანაშაულების დროულ გამოვლენას, ეფექტიან გამოძიებას და მსხვერპლთა მხარდაჭერას უთმობს.

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ფოკუს ჯგუფთან შეხვედრებში: კერძოდ, შეხვედრები გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან, ასევე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ბენეფიციარებთან და თანამშრომლებთან.

შეხვედრები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა  - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი სამართლებრივი მექანიზმები; შემაკავებელი ორდერის და ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება და  პოლიციისადმი მომართვიანობის გზები; ტრეფიკინგისა და სქესობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები;  შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების  შემადგენლობა; სექსუალური შევიწროების ადმინისტრაციული მექანიზმი და ონლაინ სივრცეში განხორციელებული შესაძლო დანაშაულის ნიშნები.

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს 2500-ზე მეტი მსმენელი ესწრებოდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები