Logo

შსს - საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კიდევ სამმა ლაბორატორიამ საერთაშორისო სტანდარტის - ISO 17025 აკრედიტაცია მოიპოვა

სამართალი
262
Frontnews image description

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამმა ლაბორატორიამ - მიკრონაწილაკების, ნიადაგის და ნავთობპროდუქტების ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიამ, კახეთის ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიამ, საერთაშორისო სტანდარტის - ISO 17025-ის შესაბამისობის აკრედიტაცია მიიღო.

შსს-ს ინფორმაციით, ლაბორატორიების კომპლექსური შეფასების პროცესი, ეკონომიკის სამინისტროს  სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრმა“ ჩაატარა, რომელმაც დაადასტურა, რომ აღნიშნულ ლაბორატორიებში დანერგილია ხარისხის მართვის უახლესი სისტემები, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც პირდაპირ აისახება საექსპერტო დასკვნების მეტ სანდოობასა და სიზუსტეზე.

"დეპარტამენტის ლაბორატორიების მორიგი საერთაშორისო აღიარება, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საგამოძიებო პროცესის, საერთაშორისო სტანდარტის მქონე კვლევებით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. ISO-ს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ტექნიკურ აღიარებასთან ერთად, არის ასევე,  საექსპერტო კვლევების მაღალი ხარისხის გარანტი, რაც მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების ფუნდამენტს წარმოადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი  განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას  ექსპერტიზის სხვადასხვა მიმართულების ეტაპობრივი აკრედიტაციისთვის და ახორციელებს რეფორმებს, რათა ყველა რეგიონულმა და სპეციალიზებულმა ლაბორატორიამ მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის მქონე საექსპერტო მომსახურება უზრუნველყოს", - აცხადებენ შსს-ში.

თაგები:

შსს
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები