შსს-სთან მამაკაცმა თავის დაწვა სცადა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მამაკაცმა ბენზინი მიიტანა და თავის დაწვა სცადა. პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს, თუმცა მამაკაცს სხეულის სხვადასხვა ადგილზე პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები აქვს.
ექიმის თქმით, პაციენტი ამჟამად იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაშია და მისი მდგომარეობა მძიმეა.
“ფორმულას” ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქე რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანიას დაუკავშირდა. ის რუსთავის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
თვითდაზიანებების მიყენება სავარაუდოდ, ამ ინციდენტს უკავშირდება.
თაგები:
შსს