შსს-თან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „მოძრაობა საქართველოსთვის“ და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები „ქართულ ოცნების“ ოფისთან გიორგი მუმლაძის დაკავებას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპროტესტებენ.
ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფომ მათ წინააღმდეგ რეპრესიული დევნა დაიწყო.
ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
თაგები:





