Logo

შტაინმაიერმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა

მსოფლიო
983
Frontnews image description

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება.

“ასეთ რთულ დროს, როგორიც ახლაა, სტაბილურობის უზრუნველყოფა მოითხოვს ქმედუნარიან მთავრობას და პარლამენტში საიმედო უმრავლესობას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გერმანიის პრეზიდენტმა პარლამენტის დათხოვნის განზრახვის შესახებ 20 დეკემბერს გამოაცხადა. 16 დეკემბერს დეპუტატებმა ოლაფ შოლცის მთავრობს უნდობლობა გამოუცხადეს. ამას კი მმართველი კოალიციის დაშლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები