“შტატებმა სანქციებზე უნდა იფიქროს იმ ადამიანების მისამართით, ვინც პოლიტიკურ კრიზისზეა პასუხისმგებელი”

ავტორი
Front News საქართველო
"ქართულმა ოცნებამ" მელიას დაკავებით პოლიტიკური ჩიხი, პოლიტიკურ კრიზისად გადააქცია", – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, სანამ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი არ გათავისუფლდება, შტატებმა სანქციებზე უნდა იფიქრონ იმ პირების მისამართით, ვინც ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისზე არიან პასუხისმგებელი.
"როგორც ვიცი, მისტერ დანიელსონი საქართველოში ბრუნდება. იმედი მაქვს, პროგრესის ნიშნები იქნება, მაგრამ არც ისე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვერ ვხედავ კომპრომისის მიღწევას იქამდე, სანამ ნიკა მელია ციხეში ზის. ვფიქრობ, ის უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. "ქართულმა ოცნებამ" მელიას დაკავებით პოლიტიკური ჩიხი, პოლიტიკურ კრიზისად გადააქცია. იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტიები სრულად იყვნენ წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან, მისი გათავისუფლება პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. რთულია იმის თქმა, სჭირდება თუ არა საქართველოს რიგგარეშე არჩევნები, ვფიქრობ, შტატებმა და ევროკავშირმა ზეწოლა უნდა გააძლიეროს პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებად. მხოლოდ პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა რიგგარეშე არჩევნები. თუ მელიას გაათავისუფლებენ და "ქართული ოცნება" გამოთქვამს მზაობას, რომ ძალთა გადანაწილება მოხდეს, მაშინ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და იქ იპოვოს გამოსავალი.
ვიმედოვნებ, რომ თქვენ მიიღებთ მკაფიო მესიჯებს სენატორებისგან და გაფრთხილებას, რომ პრობლემა აუცილებლად უნდა გადაჭრათ. შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ საქართველო საკუთარ იმიჯს აზიანებს, მის მისწრაფებებს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ და დემოკრატიისკენ. იქამდე სანამ ნიკა მელია არ გათავისუფლდება, შტატებმა სანქციებზე უნდა იფიქრონ იმ ადამიანების მისამართით, ვინც ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისზე არიან პასუხისმგებელი", – განაცხადა დევიდ კრამერმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


