შტუპუნი – 5 დღეში რუსებმა ავდეევკაზე თავდასხმების დროს 3000 ჯარისკაცი დაკარგეს


ავტორი
Front News საქართველო
დონეცკის ოლქში, ავდეევკაზე აქტიური თავდასხმის ხუთდღიანი იერიშის დროს რუსებმა განიცადეს უზარმაზარი დანაკარგები ტექნიკითა და ცოცხალი ძალით, ძირითადი მსხვერპლი ახლად მობილიზებულებშია, – ამის შესახებ თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის სპიკერმა ალექსანდრე შტუპუნმა განაცხადა.
“უკვე ოთხი დღეა, მტრის დანაკარგები იზრდება. მტერმა სამასზე მეტი სამხედრო ტექნიკა დაკარგა. ადამიანური დანაკარგები სამ ათას ადამიანზე მეტია. ეს ხუთ დღეზე ნაკლებ დროში“, – განაცხადა მან.
შტუპუნმა აღნიშნა, რომ ავდიივკაში დამპყრობლების ტაქტიკა ბახმუტში რუსების მოქმედებების მსგავსია. თავიდან მტერმა შეტევაში უამრავი ტექნიკა გადაისროლა და სადაც ტექნიკამ არ შეაღწია, ქვეითი ჯარი შევიდა.
მისივე თქმით, რუსებს შორის არის ბევრი ახლად მობილიზებული ადამიანი, რომლებმაც არ იციან რა გზა გაიარონ, თუმცა უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ისინი უარს ამბობენ თავდასხმაზე წასვლაზე.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს