შუახევში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება


ავტორი
Front News საქართველო
შუახევში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება.
სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალური სერვისების სააგენტოს სპეცტექნიკა, ადამიანური რესურსი.
თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულები და თანაშემწეები ხელმძღვანელობენ. იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზები.
უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, მობილიზებულია ყველა სამსახური, რათა დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემები მინიმუმადე იქნეს დაყვანილი.
ელექტროენერგია მუნიციპალიტეტს სრული დატვირთვით მიეწოდება.
ამ დროისათვის შუახევში კვლავ ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი დაბალ ზონაში 50-60 სმ-ია, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აჭარბებს.
თაგები:
შუახევი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს