
ავტორი
Front News საქართველო
შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების დაწყების თარიღი იცვლება. პარლამენტის წევრთა ერთი ჯგუფის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე – „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანისა და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ცვლილების შეტანის თაობაზე დღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით იმსჯელა.
მომხსნებელის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, ცვლილება მხოლოდ შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების დაწყების თარიღს ეხება.
„იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საკრებულოში ჩატარდება შუალედური არჩევნები, გამოკლებული მაჟორიტარი წევრის ნაცვლად ამ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების ვადა უნდა დაიწყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შემაჯამებელი ოქმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მეთერთმეტე დღეს“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა.
მისივე თქმით, აღნიშნული წესი ამ დრომდე მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით არჩეულ მერებზე ვრცელდებოდა.
„როგორც რიგითი არჩევნების, ასევე შუალედური არჩევნების შემთხვევაში მერის უფლებამოსილება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მეთერთმეტე დღეს შედის ძალაში. ამიერიდან კი, კანონპროექტის მიღების შემდეგ ეს წესი საკრებულოს დეპუტატებზეც გავრცელდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
კომიტეტის წევრებმა განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს