შვედეთი იმედოვნებს, რომ ნატოში ივლისამდე გაწევრიანდება


ავტორი
Front News საქართველო
შვედეთს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ გახდება ნატოს წევრი ალიანსის ვილნიუსის ივლისის სამიტამდე, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა განაცხადა.
“არ იქნება გეგმა B ან მსგავსი რამ. გეგმა B არის გეგმა A – ნატოში სრულუფლებიანი გაწევრიანება და აი, რაზე ვიმუშავებთ მე და მთავრობა ვილნიუსამდე”, – განაცხადა ბილსტრომმა.
რუსეთის შეჭრამ უკრაინაში დაარწმუნა შვედეთი და ფინეთი 2022 წელს დაეტოვებინათ სამხედრო ნეიტრალიტეტის მრავალწლიანი პოლიტიკა. ფინეთი გასულ თვეში შეუერთდა ნატოს, შვედეთის წევრობას კი თურქეთი და უნგრეთი აფერხებენ.
თურქეთში ამ კვირას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება და ბილსტრომმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის პარლამენტი დაიწყებს შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის რატიფიცირების პროცესს, როგორც კი ქვეყანაში პოლიტიკური სურათი დადგინდება.
“დროა, თურქეთმა დაიწყოს რატიფიკაციის პროცესი და შეასრულოს შეთანხმების თავისი ნაწილი“, – აღნიშნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ შვედეთმა, ფინეთმა და თურქეთმა 2022 წლის ივნისში გააფორმეს სამმხრივი შეთანხმება მადრიდში, რომელიც მიზნად ისახავდა თურქეთის უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებას, თუმცა ანკარა აგრძელებს შვედეთის განაცხადის რატიფიცირების შეფერხებას და აცხადებს, რომ სტოკჰოლმი პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევს მებრძოლებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს.
თაგები:
შვედეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს