შვედეთის ელჩი – ამ სახის კანონი შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან


ავტორი
Front News საქართველო
შეშფოთებული ვართ “ხალხის ძალის” ინიციატივასთან დაკავშირებით, ამ სახის კანონი შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ღირებულებებთან, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან, ჯერ კიდევ არის დრო, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა განაცხადა.
“ყველამ ნახეთ შეთანხმებული გზავნილი საქართველოს უახლოესი საერთაშორისო მეგობრების – პარტნიორების, ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერო-ს და სხვების მხრიდან. შეშფოთებული ვართ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა და უკვე განვაცხადეთ კიდეც, რომ ამ სახის კანონი შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან, შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან. ჯერ კიდევ არის დრო.
ვიმედოვნებთ, საქართველო არ მიიღებს ამ ტიპის კანონს და თავისი ენერგიისა და ძალისხმევის ფოკუსირებას მოახდენს იმ რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც შესაბამისობაშია 12 პუნქტთან, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამისობაშია გაცხადებულ მიზნებთან, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა და ეს არის განგრძობადი ევროპული ინტეგრაციის მიზანი“, – განაცხადა შვედეთის ელჩმა.
თაგები:
ულრიკ თიდესტრომი

პეტერ ფიშერი – კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან

ნიკა გვარამია – თუ ეს კანონი იქნება მიღებული და ვიდრე ეს კანონი იმოქმედებს, საქართველო ევროკავშირს ვერ დაუახლოვდება ვერც ერთი ნაბიჯით

ო’ბრაიენი – თუ ეს კანონი წინ წაიწევს ევროკავშირის ნორმებთან შეუსაბამოდ, იქნება შეზღუდვები აშშ-დან