Logo

შვედეთის ელჩი – ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება

პოლიტიკა
1014
Frontnews image description

მესიჯი ცხადია: ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული. ეს ყოველივე სრულიად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის პროგრესზე, –  ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი ანა ლიბერგი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება.

“მესიჯი ცხადია: ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული. სრულიად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის პროგრესზე. წელს საქართველო უკან წავიდა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია. ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება”, – წერს ლიბერგი.

30 ოქტომბერს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო საქართველოზეც. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, პროცესი შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან დაშორებას განაგრძობს.

Advertisement