შვედეთის ელჩი - შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ოპოზიციაზე მზარდი ზეწოლით


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში შვედეთის ელჩი ანა ლიბერგი "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.
"შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ოპოზიციაზე მზარდი ზეწოლით, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, როგორიცაა ზურაბ ჯაფარიძე, დაპატიმრებებით და დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი რეპრესიული კანონების მიღებით. ეს ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს", - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.
ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში 22 მაისს დააკავეს.
თაგები:
ანა ლიბერგი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა