Logo

შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტს შეუერთდა

უკრაინა
31.01.2024 / 21:44
Frontnews image description

შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტს შეუერთდა.

 

“ფედერალურმა საბჭომ 31 იანვარს სხდომაზე მიიღო დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის პასუხი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიაზე. ამით ფედერალური საბჭო უერთდება ევროკავშირს, რომელმაც მიიღო სანქციების მე-12 პაკეტი 2023 წლის დეკემბერში”, – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

 

აღნიშნულია, რომ ახალი ზომები ძალაში 1 თებერვლიდან შევა. ახალ ზომებს შორის არის რუსული ბრილიანტების შესყიდვისა და იმპორტის ეტაპობრივი აკრძალვა.

 

მანამდე, 21 დეკემბერს, შვეიცარიამ სანქციების სიაში 147 ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანა.

 

თაგები:

შვეიცარია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები