“შვიდივე აქ წარმოდგენილი ოპონენტისგან მოვისმინეთ ტყუილები”

ავტორი
Front News საქართველო
შვიდივე აქ წარმოდგენილი ოპონენტისგან მოვისმინეთ ტყუილები. თქვენც ნახეთ დოკუმენტი, იქ არ იყო არცერთი სიტყვა რიგგარეშე არჩევნებზე, პლებისციტზე, ან რაიმე ამის მაგვარზე. შეხვედრაზე ზეპირადაც ითქვა, რომ არ არსებობს რაიმე კითხვის ნიშანი არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა კრისტიან დანიელსონის, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ამ გარემოებიდან გამომდინარე არიან ჩვენი ოპონენტები გაბრაზებულები, რამდენიმე მათგანმა უკვე დაიწყო ბატონი დანიელსონისდა მიშელის დისკრედიტაციის კამპანია, რომ ის თითქოსდა მანდატს გასცდა, ვინაიდან მანდატის ნაწილი იყო შესაძლო რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი და ვინაიდან ეს არ არის ასახული დოკუმენტში, ეს არის მანდატს გაცილება. მე არ გამიკვირდება თუ ეს დღეები მათგან ვიხილავთ დისკრედიტაციის კამპანიას დანიელსონისა და მიშელის წინააღმდეგ.
მოდერატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში არ აისახა ის ორი ულტიმატუმი, რომლებიც ჩვენს ოპონენტებს ჰქონდათ წარმოდგენილი და საბოლოო ჯამში, მათ არ მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს და შესბამისად, ჩვენი ხელმოწერაც აზრს კარგავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


