სიარტო – უკრაინას იარაღს არც მომავალში მივაწვდით, როგორც აქამდე არ ვამარაგებდით


ავტორი
Front News საქართველო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს არ აწვდიდა და არ მიაწვდის.
ამის შესახებ მან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელთან ანდრი ერმაკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი არ განხილულა.
“უნდა გითხრა, რომ მომავალში იარაღს არ მივაწოდებთ ისე, როგორც აქამდე არ ვამარაგებდით. ამავე დროს, არასოდეს გვითქვამს უარი დახმარებაზე უკრაინის ყველა მოქალაქისთვის, რომელიც გაჭირვებაშია“, – განაცხადა სიარტომ.
მისივე თქმით, უნგრეთი მზადაა უკრაინას ჰუმანიტარული მიმართულებით დაეხმაროს და იმედოვნებს, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
თაგები:
პიტერ სიიარტო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს