Logo

სიარტო ზელენსკის მოუწოდებს, "უნგრეთზე მუქარა შეწყვიტოს"

უკრაინამსოფლიო
1339
Frontnews image description

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დღესასწაული უნგრეთის დასაშინებლად გამოიყენა.

"ჩვენ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო პოლიტიკის ფუნდამენტურ ღირებულებებად მივიჩნევთ. სწორედ ამიტომ, პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სანაცვლოდ იმავეს ველოდებით. ბოლო დღეებში უკრაინამ ჩვენი ენერგომომარაგების წინააღმდეგ სერიოზული თავდასხმები განახორციელა. ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა სუვერენიტეტზე თავდასხმაა. ომი, რომელთანაც უნგრეთს არაფერი აქვს საერთო, ვერასდროს გაამართლებს ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევას.

მოვუწოდებთ ზელენსკის, შეწყვიტოს მუქარა და დაასრულოს ჩვენი ენერგოუსაფრთხოების წინააღმდეგ უგუნური თავდასხმები!“, – წერს სიარტო.

Advertisement