სიბიგა - ჩვენ გვინდა ახალი ფურცელი გადავშალოთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, მზად ვართ, წინ წავიწიოთ

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვინდა ახალი ფურცელი გადავშალოთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, მზად ვართ, წინ წავიწიოთ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
მისივე თქმით, სურს, სათანადოდ მოგვარდეს ორმხრივი ურთიერთობების დიპლომატიური კურსი.
"ჩვენ გვინდა ახალი ფურცელი გადავშალოთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან. ერევანში იყო ისტორიული შეხვედრა ჩვენს ლიდერებს შორის, გაცვალეს მოსაზრებები. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ასეთი კონსტრუქციული დიალოგები.
უახლოეს მომავალში მოლდოვაში მექნება შეხვედრა ჩემს ქართველ კოლეგასთან, ასე რომ, გვინდა, სათანადოდ მოვაგვაროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დიპლომატიური კურსი. ჩვენი ხალხი იმსახურებს ამას. მზად ვართ, წინ წავიწიოთ", - განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
თაგები:
ანდრეი სიბიგა




