სიბიგა – ეს არის ომის დამნაშავე პუტინის ნამდვილი პასუხი ყველას, ვინც მას დაურეკა და ეწვია


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა 17 ნოემბერს უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ეს არის რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინის პასუხი მათ, ვინც დარეკა და მოინახულა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს ერთ-ერთი ყველაზე მასიური თავდასხმა – დრონებით და რაკეტებით ქალაქებს, მშვიდობიან მოსახლეობას და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს.
“ეს არის ომის დამნაშავე პუტინის ნამდვილი პასუხი ყველას, ვინც მას ახლახან დაურეკა და მოინახულა“, – წერს სიბიგა.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება მშვიდობა ძალის საშუალებით და არა დამშვიდება.
17 ნოემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასიური შეტევა დაიწყო. აფეთქებები კიევსა და უკრაინის ბევრ ოლქში ისმოდა. ოკუპანტების თავდასხმის ქვეშ მოექცა კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
აფეთქებები მოხდა კიევში, ოდესაში, კრივოი-როგში, პავლოგრადში, ვინიცაში, ნიკოლაევში, რივნეში, ივანო-ფრანკოვსკის, ხმელნიცკის, ლვოვისა და ტრანსკარპატების ოლქებში. საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა რეგიონების უმეტესობაში.
ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაღუპულის და ექვსი დაშავებულის შესახებ. ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის კიევში, ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვა დაწესდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს