Logo

სიბიგა - როდესაც მთელი მსოფლიო მკვლელობების დასრულებას ითხოვს, პუტინი გასცემს მეტი დარტყმის, თავდასხმისა და ბავშვების მკვლელობის ბრძანებებს

უკრაინა
4 საათის წინ / 10:56
194
Frontnews image description

როდესაც მთელი მსოფლიო მკვლელობების დასრულებას ითხოვს, პუტინი გასცემს მეტი დარტყმის, თავდასხმისა და ბავშვების მკვლელობის ბრძანებებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა წერს.

"მძიმე დილა უკრაინაში უძილო ღამის შემდეგ. მრავალი კვირის განმავლობაში რუსეთის ყველაზე მასირებული თავდასხმა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ღამით რუსეთმა ასობით დრონი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა გაუშვა უკრაინის ქალაქებისა და დასახლებების მიმართულებით, რის შედეგადაც დაიღუპნენ და დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის, სულ მცირე, სამი ბავშვი.

როდესაც მთელი მსოფლიო მკვლელობების დასრულებას ითხოვს, პუტინი გასცემს მეტი დარტყმის, თავდასხმისა და ბავშვების მკვლელობის ბრძანებებს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ცეცხლის სრული, უპირობო და გრძელვადიანი შეწყვეტის აუცილებლობას ნებისმიერი მნიშვნელოვანი სამშვიდობო ძალისხმევისთვის.

მსოფლიომ უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რომ მიიღოს ეს და დაუყოვნებლივ დაასრულოს მკვლელობები“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა.

რუსმა ოკუპანტებმა ღამით უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმები განახორციელეს კამიკაძე დრონების და სხვადასხვა ტიპის რაკეტების გამოყენებით. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, ხარკოვში, ნიკოლაევში, ოდესაში, ჩერნიგოვში, ასევე სუმის, ზაპოროჟიესა და ტერნოპოლის ოლქებში. რეგიონებში აქტიურად მოქმედებდა საჰაერო თავდაცვა. არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის ბავშვები.

Advertisement