სიღნაღში მსუბუქ ავტომობილში დამწვარი მამაკაცი იპოვეს

ავტორი
Front News საქართველო
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ბოდბის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქ ავტომობილში დამწვარი მამაკაცი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი იმ ავტომობილის მფლობელი იყო, რომელში ის გარდაცვლილი ნახეს, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ბოლო პერიოდში ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და სოფელში ვარაუდობენ, რომ ტრაგედიის მიზეზი სავარაუდოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
თაგები:





