Logo

სიკორსკი – თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში

პოლიტიკა
1337
Frontnews image description

ბევრი ჩვენგანისთვის სააკაშვილი საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლოა. მნიშვნელოვანია, მას სამართლიანად ეპყრობოდნენ და თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში, – ასე მიმართა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

 

“ნატოში გაწევრიანების შემდეგ პირველი თავდაცვის მინისტრი ვიყავი, ვინც ეწვია საქართველოს და როგორც საქართველოს მეგობარმა, მინდა, გითხრათ, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ ჩვენ გვახსოვს, ამ კონფერენციას ესწრებოდა თქვენი წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი. ბევრი ჩვენგანისთვის ის საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლოა.

 

მე ვაფასებ თქვენს კანონის უზენაესობას, ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მას სამართლიანად ეპყრობოდნენ და თქვენ შეგიძლიათ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. მათთვის, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა, ეს მისაღები იქნება“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები